ხელოვნური ინტელექტი მშენებლობისთვის

ხარჯთაღრიცხვის შემოწმება და მასალების ამოკრება — საათების ნაცვლად წუთებში

Gorgasal სამშენებლო კომპანიებისა და ხარჯთაღრიცხველებისთვის შეიქმნა. ატვირთავთ Excel-ს და იღებთ შემოწმებულ ფაილს და მასალების სრულ სიას.

რას აკეთებს Gorgasal

საწარმოო-ტექნიკური განყოფილების რუტინული სამუშაო, ავტომატურად და ქართული ნორმების ცოდნით.

ხელმისაწვდომია

ხარჯთაღრიცხვის შემოწმება

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის სრული გადამოწმება. პრობლემური უჯრები ფერით მოინიშნება, ფორმულები უცვლელი რჩება.

  • ფასი თავის სვეტშია თუ არა: მასალა, ხელფასი, მექანიზმები
  • გამორჩენილი ფასები
  • ჯამებისა და რაოდენობის ფორმულები
ხელმისაწვდომია

მასალების ამოკრება

ხარჯთაღრიცხვის ყველა ფურცლიდან მასალების ამოკრება ერთეულის ფასითა და ჯამით.

  • დეტალური სია ყველა პოზიციით
  • შეჯამებული სია, განმეორებების გარეშე
  • ბმულები წყარო-უჯრებთან
მალე

გაფასება

ცარიელი ფასების ავტომატური შევსება თქვენი კომპანიის ფასებით.

მალე

ფორმა 2

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფასებული ხარჯთაღრიცხვიდან, ფორმულებით.

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი, პროგრამის დაყენების გარეშე.

1

ატვირთავთ Excel-ს

ხარჯთაღრიცხვას იმ ფორმატით, რომლითაც ჩვეულებრივ მუშაობთ.

2

Gorgasal ამუშავებს

სისტემა ამოწმებს ფაილს ან ამოკრებს მასალებს. ამას რამდენიმე წუთი სჭირდება.

3

ჩამოტვირთავთ შედეგს

მზა Excel-ს, რომელშიც ყველაფერი გადასამოწმებლად მონიშნულია.

უფასო საპილოტე პროგრამა

ვეძებთ რამდენიმე სამშენებლო კომპანიას, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში უფასოდ გამოსცდიან Gorgasal-ს საკუთარ ხარჯთაღრიცხვებზე. თქვენი უკუკავშირით სისტემას თქვენს საჭიროებებზე მოვარგებთ.

ხშირი კითხვები

თუ პასუხი აქ ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ WhatsApp-ზე.

ჩემი ფაილები და ფასები დაცულია?

დიახ. თითოეული კომპანიის ფაილები ცალკე, დაცულ სივრცეში ინახება და მათ სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ. თქვენი ფასები სხვა კლიენტებს არასოდეს გადაეცემა.

რა ფორმატის ფაილებს იღებთ?

Excel-ის ფაილებს (.xlsx, .xls) ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის სტანდარტული სტრუქტურით.

ხარჯთაღრიცხველს ჩაანაცვლებს?

არა. Gorgasal რუტინულ, დროის წამღებ სამუშაოს აკეთებს, რომ სპეციალისტმა დრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუთმოს. საბოლოო შემოწმება ყოველთვის სპეციალისტის ხელშია.

რა ღირს?

საპილოტე პერიოდი უფასოა. ტარიფები პილოტის შედეგების მიხედვით დადგინდება.