მომსახურების წესები

ბოლო განახლება: 2026 წლის 22 ნოემბერი

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ Gorgasal-ის მომსახურების წესებსა და პირობებს. რეგისტრაცია ან სერვისით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.

1. ზოგადი დებულებები

შპს „ერა გორგასალ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 420020159) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც მართავს Gorgasal-ს (შემდგომში „ჩვენ“ ან „სერვისი“).

Gorgasal არის ონლაინ სერვისი ხარჯთაღრიცხვებთან სამუშაოდ: სამშენებლო კომპანიებისთვის, ხარჯთაღრიცხველებისთვის და ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, ვისაც ეს სჭირდება.

2. მომსახურების აღწერა

მომხმარებელი ჩატში ატვირთავს ხარჯთაღრიცხვის Excel ფაილს და მოკლედ აღწერს, რა სჭირდება. ჩვენ ვამზადებთ შედეგს: ხარჯთაღრიცხვის შემოწმებას (შეცდომები, გამორჩენილი ფასები, ჯამები), მასალების ამოკრებას ფასებითა და ჯამებით, ცარიელი ფასების შევსებას ფასების ბაზით და ფორმა 2-ის (შესრულებული სამუშაოების აქტის) მომზადებას.

ახალი ანგარიში აქტიურდება ჩვენი ადმინისტრატორის დადასტურების შემდეგ. დადასტურებაზე უარის თქმა შეგვიძლია მიზეზის მითითების გარეშე.

3. მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის ან მომსახურების შეძენის დროს მიუთითოს სწორი, ზუსტი და სრული ინფორმაცია, დაიცვას ანგარიშზე წვდომა და ატვირთოს მხოლოდ ის ფაილები, რომელთა გამოყენების უფლებაც აქვს.

აკრძალულია: მავნე ფაილების ატვირთვა; სერვისის ავტომატიზებული ან მასობრივი გამოყენება ჩვენი თანხმობის გარეშე; სერვისის ან მისი შედეგების გადაყიდვა როგორც დამოუკიდებელი მომსახურებისა. დარღვევის შემთხვევაში შეგვიძლია ანგარიშის შეჩერება.

4. შედეგის ხასიათი

შედეგს ამზადებს და ამოწმებს ჩვენი ხარჯთაღრიცხველთა ჯგუფი; მომხმარებელს ის მიეწოდება მხოლოდ დამტკიცების შემდეგ.

შედეგი დამხმარე სამუშაო მასალაა. ფასების ბაზით შევსებული ფასები საორიენტაციოა და შეიძლება განსხვავდებოდეს საბაზრო ფასისგან. ხარჯთაღრიცხვის, ფასებისა და აქტების საბოლოო სისწორეზე და მათ საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე (ტენდერი, ხელშეკრულება, ანგარიშსწორება) პასუხისმგებელია მომხმარებელი.

კანონით დაშვებულ ფარგლებში არ ვართ პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზიანზე ან მიუღებელ შემოსავალზე. ჩვენი პასუხისმგებლობა არ აღემატება ბოლო 3 თვეში ჩვენთვის გადახდილ თანხას. შეცდომის აღმოჩენისას მოგვწერეთ და შედეგს უსასყიდლოდ გავასწორებთ.

5. გადახდა და პაკეტები

სერვისით სარგებლობა ფასიანია ერთ-ერთი პაკეტით, ერთი თვით, წინასწარი გადახდით:

ტენდერების მონიტორინგი (ახალი ტენდერები, შეტყობინებები, რჩეულები, ტენდერების ისტორია) ყველა დარეგისტრირებული კომპანიისთვის უფასოა; ტენდერის დოკუმენტებზე კითხვები უფასოდ თვეში 3-მდე.

Analytics: თვეში 99 ლარი, სრული ანალიტიკა, კონკურენტის პროფილი და ტენდერის დოკუმენტებზე დღეში 10-მდე კითხვა, ფაილების დამუშავების გარეშე.

Business (ინდივიდუალური პაკეტი): ფაილების დამუშავება ყველა მოდულით და ანალიტიკა; თვეში ფაილების რაოდენობა და ფასი თანხმდება მომხმარებელთან და მიეთითება ინვოისში.

„ფაილის დამუშავება“ ნიშნავს ჩატში ერთ Excel ფაილს ერთი მოთხოვნით; ფაილის გარეშე შეტყობინებები ლიმიტში არ ითვლება. გამოუყენებელი ლიმიტი შემდეგ თვეზე არ გადადის. ფასები მითითებულია ლარში და საბოლოოა, დღგ-ს (18%) ჩათვლით; ინვოისში დღგ ცალკე არის გამოყოფილი.

პირველი ფაილი უფასოა. შემდეგ კომპანიის მფლობელი პარამეტრების გვერდზე („გამოწერა“) ირჩევს პაკეტსა და პერიოდს (1-დან 12 თვემდე) და იხდის ერთ-ერთი გზით: ბარათით ან ინვოისით. ბარათით გადახდა (Visa, Mastercard, Google Pay, Apple Pay) ხდება სს „საქართველოს ბანკის“ ონლაინ გადახდების დაცულ გვერდზე; ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ აღწევს და არ ინახება. გადახდის დადასტურებისთანავე პაკეტი ავტომატურად ირთვება. ინვოისით გადახდისას მფლობელი უთითებს რეკვიზიტებს და ითხოვს ინვოისს; ინვოისს ელფოსტაზე ვუგზავნით 1 სამუშაო დღეში, გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით და პაკეტი ირთვება თანხის მიღებისთანავე. ორივე შემთხვევაში ჩართვის შესახებ ელფოსტით ვაცნობებთ.

ერთი ფაილი ტარიფის გარეშე: ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ტარიფი არ ფარავს (უფასო ფაილები გამოყენებულია, პაკეტი არ არის ან ვადა გაუვიდა, თვის ლიმიტი ამოიწურა), შეიძლება ცალკე გადაიხადოთ ბარათით. ფასი დამოკიდებულია მოდულსა და ხარჯთაღრიცხვის სტრიქონების რაოდენობაზე: გაფასება — 29 ლარი / 79 ლარი / 129 ლარი (200 სტრიქონამდე / 1000 სტრიქონამდე / 1000-ზე მეტი); შემოწმება, მასალები, ფორმა 2 — 19 ლარი / 39 ლარი (200 სტრიქონამდე / 200-ზე მეტი). ეს ფასები საბოლოოა, დღგ-ს ჩათვლით (ტარიფებისგან განსხვავებით). ერთჯერადი ფაილისთვის ყველა მოდული ხელმისაწვდომია; სტრიქონებს ფაილიდან ვითვლით და ფასს გადახდამდე ჩატში ვაჩვენებთ. გადახდის დადასტურებისთანავე ფაილი მუშავდება; ასეთი ფაილი უფასო ფაილად ან ტარიფის ლიმიტში არ ითვლება. თანხის დაბრუნებაზე ამ პუნქტის დაბრუნების წესი ვრცელდება.

განახლება: გადახდილი პერიოდის დასრულებისას პაკეტი ჩერდება, ფაილები, შედეგები და ჩატი რჩება. გასაგრძელებლად იმავე გვერდიდან იხდით თავიდან ბარათით ან ითხოვთ ახალ ინვოისს; ახალი პერიოდი იწყება წინა პერიოდის დასრულებიდან ან, თუ ის უკვე დასრულებულია, გადახდის დადასტურების დღიდან. ბარათიდან თანხა ავტომატურად, თქვენი მონაწილეობის გარეშე არ ჩამოიჭრება.

დაბრუნება: გადახდილი პერიოდის საფასური არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თანხა შეცდომით გადაიხადეთ (მაგალითად, ორჯერ) ან ჩვენი მიზეზით სერვისი თვის უმეტეს ნაწილში არ მუშაობდა. მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ info@gorgasal.com-ზე 14 დღის განმავლობაში; თანხა ბრუნდება იმავე გზით, რომლითაც გადაიხადეთ: ბარათით გადახდისას იმავე ბარათზე, ინვოისით გადახდისას იმავე საბანკო ანგარიშზე.

ფასების ცვლილების შესახებ წინასწარ, მინიმუმ 30 დღით ადრე გაცნობებთ ელფოსტით. თვის შუაში პაკეტის შეცვლისას ახალი თვე გადახდის დღიდან იწყება.

6. პირადი მონაცემები

რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს სახელს, ელფოსტას, ტელეფონის ნომერს და, სურვილისამებრ, კომპანიის სახელს. ეს მონაცემები, ატვირთულ ფაილებთან ერთად, გამოიყენება მომსახურების მიწოდების, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით.

თითოეული კომპანიის ფაილები და ფასები ინახება ცალკე და სხვა მომხმარებლებს არ უჩანს. დეტალები იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

7. საინფორმაციო შეტყობინებები

მომსახურებასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს (რეგისტრაციის დადასტურება, შედეგის მზადყოფნა, გადახდა) ვაგზავნით ელფოსტით. სიახლეებსა და სარეკლამო შეტყობინებებს ვაგზავნით მხოლოდ თქვენი თანხმობით; მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

8. ინტელექტუალური საკუთრება

მომხმარებლის ფაილები და მისთვის მომზადებული შედეგები ეკუთვნის მომხმარებელს.

სერვისის ტექსტები, დიზაინი, ლოგო, პროგრამული უზრუნველყოფა და ფასების ბაზა ეკუთვნის Gorgasal-ს. მათი უნებართვო გამოყენება, კოპირება ან გავრცელება დაუშვებელია.

9. პირობების ცვლილება

უფლებას ვიტოვებთ, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ წესები და პირობები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე; არსებით ცვლილებებს, მათ შორის ფასებს, წინასწარ გაცნობებთ ელფოსტით. ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@gorgasal.com, ტელ. +995 511 24 60 16.